ახალი ამბები
ხუმრობები სოციალურ ქსელში ქუთაისში დადგმულ ანძაზე და ენერგეტიკის სამინისტროს განმარტება
FaceBook
ქუთაისში, 26 მაისთან დაკავშირებით დადგმულ ელექტროგადმცემი ანძის დადგმას სოციალურ ქსელში ხუმრობები მოჰყვა.









საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ხუმრობები ანძასთან დაკავშირებით მათთვისაც ცნობილია. 

"ინსტალაციაა ჩვეულებრივი, რომელიც ხვალ დასრულდება და მიხვდებიან ეს ადამიანები, რომ არ ვდგამთ ჩვენ შუა ქუჩაში არსად ანძას. ეს მხოლოდ მათი გართობისთვის კეთდება. ლამაზად შეიფუთება და განათდება", - ამბობს, ჩვენთან საუბარში, ენერგეტიკის სამინიტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი გაფრინდაშვილი. მისი თქმით, ანძის დემონტაჟი 27 მაისს მოხდება. 

რაც შეეხება, დაესწრება თუ არა ქუთაისში გამართულ ღონისძიებას ენერგეტიკის მინისტრი, განმარტავენ, რომ კალაძე ჩამოსვლას ვერ შეძლებს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ანძა და ქარის ტურბინა დადგეს.
ანძას 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გაანათებენ და ელქტრონული მუსიკის კონცერტიც გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორი ენერგეტიკის სამინისტროა. ანძა და ქარის ტურბინა მათივე ინიციატივით დაიდგა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებებისთვის სამზადისი დაიწყო

26 მაისის ღონისძიებათა პროგრამა ქუთაისში

ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში 26 მაისს გალა-კონცერტი გაიმართება

Print