ახალი ამბები
ქუთაისის ბიუჯეტმა 4 თვეში სათამაშო ბიზნესიდან 1 მლნ ლარზე მეტი მიიღო
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებულმა შემოსავლებმა მიმდინარე წლის იანვრიდან 4 მაისის მონაცემებით 1 217 800 ლარი შეადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის  მერია გვაწვდის.

მათი მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გეგმა ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში 3 535 000 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის გეგმასთან შედარებით 1 358 000 ლარით მეტია. საბოლოოდ, კი 2016 წლის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შეტანილმა თანხამ 1 994 997,38 ლარი შეადგინა. 

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წელს ქუთაისის ტერიტორიაზე 7 სათამაშო აპარატების სალონი და 11 ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა გაიცა.

მიმდინარე წელს კი 3 სათამაშო აპარატების სალონი და 7 ტოტალიზატორი მოქმედებს.

რაც შეეხება სამორინეს, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქუთაისში მისი მოწყობის ნებართვა არ გაცემულა.



Print