ახალი ამბები
ქუთაისში ელექტროგადამცემი ანძა და ქარის ტურბინა დადგეს
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ანძა და ქარის ტურბინა დადგეს.
ანძას 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გაანათებენ. 

ღონისძიების ორგანიზატორი ენერგეტიკის სამინისტროა. ანძა და ქარის ტურბინა მათივე ინიციატივით დაიდგა.

უწყებაში განაცხადეს, რომ 26 მაისს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ენერგეტიკის სამინისტროს კუთხე მოეწყობა და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება.

Day Party-ზე მონაწილეობას ქართველი არტისტები Zapa, Sumo, Zurkin და Machaidze მიიღებენ.

საღამო ერეკლე დეისაძის ძველი და ახალი სიმღერებით დასრულდება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.


ამავე თემაზე:

ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებებისთვის სამზადისი დაიწყო

26 მაისის ღონისძიებათა პროგრამა ქუთაისში

ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში 26 მაისს გალა-კონცერტი გაიმართება



Print