ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში 4 საწარმო დააჯარიმა
FaceBook
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,  ბიზნესოპერატორების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, იმერეთის მასშტაბით 4 საწარმო დააჯარიმა.  სააგენტოს მიერ ქუთაისიპოსტისთვის მოწოდებული ინფორმაციით, უწყებამ რეგიონში სულ 25 ნიმუში აიღო, ორ საწარმოში ზედამხედველობითი სამუშაოები აწარმოა და 55 ბიზნესოპერატორის დოკუმენტაცია შეამოწმა.
გამოვლენილი დარღვევების შედეგად დაჯარიმებულ არც ერთ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი არ შეჩერებია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 15–21 მაისს, საქართველოს მასშტაბით 295 საწარმოს დოკუმენტაცია შეამოწმა, ლაბორატორიული კვლევისთვის კი სურსათის ნიმუში 64 საწარმოდან აიღო.

შემოწმების შედეგად სააგენტომ 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 23–ს კი საწარმოო პროცესი შეუჩერა.
Print