ახალი ამბები
ქუთაისში ბალერინა ირმა ნიორაძე ჩამოვა
FaceBook
ოქტომბერში ქუთაისს ცნობილი ბალერინა ირმა ნიორაძე ეწვევა.

იგი ჯორჯ ბალანჩინის სახელობის I საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალში ჩაერთვება როგორც საპატიო სტუმარი.

ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა და ქორეოგრაფიულ ფესტივალს ორგანიზებას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი უწევს. მის მიზანს ქუთაისის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზება წარმოადგენს.

"ფესტივალის მთავარი ამოცანაა ქორეოგრაფიული დარგის პოპულარიზაცია, მხატვრულ-ესთეტიკური ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების შემოქმედებითი რეალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, სახელმწიფო, პროფესიული და მოყვარული ქორეოგრაფიული სტუდიებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა მიერ

ახალი ფორმების, ევროპული თანამედროვე ქორეოგრაფიული ტენდენციების გაზიარება. ქორეოგრაფიული ხელოვნების ყველაზე წარმატებული ნამუშევრების წარმოჩინებით საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო კულტურულ საზოგადოებაში აღნიშნული დარგის მიმართულებით",  - აღინშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება.


Print