ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო წელი 16 ივლისს მთავრდება
FaceBook

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი 16 ივლისს სრულდება.

სასწავლებელში სწავლის დასრულებამდე გამოცდები ჩატარდება, რომელიც მიმდინარე წლის 26 ივნისს დაიწყება და 16 ივლისამდე გასტანს.

მიმდინარე სასწავლო წელს უნივერსიტეტში 1 706 აბიტურიენტი ჩაირიცა, მათ შორის 100 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

აქედან 100%-იანი დაფინანსებით 9 პირველკურსელი სტუდენტი სწავლობს.

 

Print