ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში 25 მაისიდან გამოდარებას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცივი და ნალექიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში 24 მაისსაც შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის რეგიონში დღეს ჰაერი 14-16 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ  25 მაისიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერი 19-24 გრადუსამდე გათბება.

"25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ველოდებით გამოდარებას, ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა იყოს 27 გრადუსიც", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტმანეტის ხელმძღვანელი, დოდო გავაზავა.

სინოპტიკოსების თქმით, დასავლეთ საქართველოში 28-29 მაისს ისევ არამდგარადი ამინდია მოსალოდნელი.

Print