ახალი ამბები
ბაღდათში მოქალაქეებს C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა უტარდებათ
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს  C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა უტარდებათ. ლაბორატორიული მობილური ბრიგადა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს და ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა ჩაიტაროს უფასო გამოკვლევა.
"ეს უკვე მეორედ ტარდება ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ეს არის მეორე ეტაპი. მოსახლეობის დაინტერესებაც მაღალია და აქტიურად ერთვებიან ჩვენს პროექტში. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მობილური ჯგუფი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მუშაობს. თუმცა, დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა
ადგილზე გადავინაცვლებთ, რათა ბევრმა შეძლოს გამოკვლევის ჩატარება",  - ამბობს ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო მაჩიტაძე.
პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

C ჰეპატიტის ვირუსი ჰეპატოტროპული ვირუსია, რომელსაც ღვიძლის უჯრედებისადმი მაღალი ტროპიზმი ახასიათებს. გადაცემის გზა კი, ძირითადად, სისხლთან, სისხლით ინფიცირებულ ინსტრუმენტებთან კონტაქტია.


თეონა წითაძე
Print