ახალი ამბები
ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და სამზადისის გამო სატრანსპორტო მოძრობა შეიზღუდება.
25 მაისის ღამის საათებში და 26 მაისს ქუთაისში ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გამოეფინება სამხედრო ტექნიკა ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე.

გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. საღამოს გაიმართება გალა-კონცერტი. გარდა ცენტრალური მოედნისა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართება.

საზეიმო ღონისძიების მზადებისა და ჩატარების გამო, 25-26 მაისს შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ცისფერყანწელთა ქუჩაზეც. დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ღონისძიებები ქუთაისის მერიისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით გაიმართება.



Print