ახალი ამბები
ივლისიდან მოსაწავლეები საზაფხულო სკოლებში დაისვენებენ
FaceBook
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 10 000-მდე სკოლის მოსწავლე საზაფხულო სკოლაში დაისვენებს. უწყების ინფორმაციით, სკოლაში ზაფხულის პერიოდს ის ბავშვები გაატარებს, რომელთა მშობლები ომში დაიღუპნენ ან მცირეკონტიგენტიან სკოლაში სწავლობენ. 

"იმ სკოლებში, სადაც 100-მდე ბავშვი სწავლობს და იმ მოსწავლეებს, რომელთა მშობელიც ომში დაიღუპა წელს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ დაისვენონ, ასევე ანაკლიაში წარჩინებული მოსწავლეები ერთ კვირას გაატარებენ", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ლალი კალანდაძე.

მისი თქმით, ანაკლიში, მანავში, კაჭრეთსა და სალიბაურში საზაფხულო სკოლები მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში გაიხსნება და მაში მე-6 მე-7 მე-8 და მე-9 კალსის მოსწაველეები 10 სექტემბრამდე დაისვენებენ.

თითოეული ნაკადი სხვადასხვა საზაფხულო სკოლაში ერთ კვირას დაყოფს, სადაც ისინი გასართობ თუ შემეცნებითი ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

განათლების და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის შეტყობინენების გაგზავნა უახლოეს მომავალში დაიწყება, სადაც ბავშვების შერჩევას სკოლები უზრუნველყოფენ. 



Print