ახალი ამბები
ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება - შენობების ჩამონათვალი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე 29 შენობის ფასადს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ამ მიზნით ქალაქის მერიამ 756 770 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA170007180) მიმდინარე წლის 22 მაისს გამოაცხადა.

გთავაზობთ იმ შენობების ჩამონათვალს, რომელთა ფასადსაც, ელქტრონული შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ესენია: თამარ მეფის ქუჩის №№9ა,13, 16, 18, 19, 20, 25, 26, 28, 29, 30, 35, 37, 43, 44, 45, 48, 50, 51, 53, 54, 55, 58, 60, 66, 70, 72, 72ა, 95.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება #9 საჯარო სკოლასაც.

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიათან ხელშეკრულების დადებიდან 190 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის 65% სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დარჩენილ ნაწილს კი ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს.



შენობის ფასადის რეაბილიტაციის პროექტი, სადაც კომპანია "ჯეოსელი" მდებარეობს.

თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2015 წელს განხორციელდა. მაშინ ამ ქუჩაზე გზის საფარის, ბორდიურების, ტროტუარების, მოაჯირებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 950 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "დაგი +"-მა ჩაატარა. თუმცა, რეკონსტრუქციის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში წყლის მილი დაზიანდა და ქუჩა დაიტბორა.
Print