ახალი ამბები
ძლიერი წვიმის შედეგად ბაღდათში საკანალიზაციო მილი დაზიანდა
FaceBook
უხვმა ნალექმა ბაღდათის ცენტრალურ ტერიტორიაზე კანალიზაციის მილების დააზიანა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ უხვმა ნალექმა კანალიზაციის ცენტრალური გზა გაჭედა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო.

"მსგავსი სიტუაცია კიდევ  რომ განმეორდეს და პრობლემა შეიქმნას, თავის დაზღვევის მიზნით ჭა უნდა გავჭრათ რომ ადვილად გაატაროს ნალექი" - ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, დავით კვინიკაძე. ბაღდათის მუნიციპალიტეტში  კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას უახლოესი მომავლისთვის გეგმავენ. 
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ამის შემდეგ გაწყდება მოქალაქეებისთვის მისი ანაზღაურების საკითხი.

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა, მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები, სახნავ - სათესი მიწები დატბორა, დახოცილია ფრინველი. ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთიც ჩაკეტა. 


ამავე თემაზე:

წყალტუბოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან (ფოტო)

ადიდებული მდინარე რიონი (ვიდეო)

მდინარე რიონის ადიდების შედეგად წყალი "არგოს" მიუახლოვდა


თეონა წითაძე
Print