ახალი ამბები
"ასეთი შეხვედრებით გვინდა გავზარდოთ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი"
FaceBook
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანია სახელწოდებით"ვესაუბრებით ამომრჩეველს" გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოხალისეებმა სტუდენტებს და ლექტორ-მასწავლებლებს საარჩევნო ფლაერები გადასცეს და მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"გადავეცით ფლაერები და ასევე, დავურიგეთ ანკეტები იმისთვის, რომ მათ მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები მომავალში საარჩევნო ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგდან უახლესი წარსული  გვახსენებს, იმას რომ არჩევნებზე აქტიურობა დაბალია ძირითადად საერთო ამომრჩევლის 35% აფიქსირებს საკუთარ არჩევანს. ასეთი შეხვედრებით გვინდა გავზარდოთ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი," - განმარტა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისისი წევრმა, გელა თუთბერიძემ.



გაცნობითი ხასიათის აქციის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკუთარი მოსაზრებები ანკეტებშიც დააფიქსირეს. მათი თქმით, ცესკოს ერთ-ერთი მოვალეობა სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა.

"თითოეული მოქალაქის ხმის მიწვდენა მთავრობამდე მნიშვნელოვანია, მომწონს მსგავსი შეხვედრები მათი მხრიდან და კარგი იქნება თუ ჩვენს მიერ ანკეტაში დაფიქსირებულ მოსაზრებებს გაოთველისწინებენ", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი, ელენე კრავცოვა.

ქუთაისში "ვესაუბროთ ერთმანეთს" აქციის ფარგლებში კიდევ 2 შეხვედრა არის დაგეგმილი.
Print