ახალი ამბები
"წვიმის დროს ხარაგაულს წყლის მიწოდება უწყდება " - გოგი წულაია
FaceBook
"ხარაგაულის მუნიციპალიტეტეს წვიმის დროს მოწამლული და ტალახიანი წყალი მიეწონდება"- ეს განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხემძღვანელმა გოგი წუალიამ გააკეთა.
"ჯერ 12 კმ-დან გამოიყვანეს 2012 წელს წყალი იმისათვის, რომ ხარგაულს წყალმომარაგება ჰქონოდა ამდენი მილიონი დახარჯეს და მერე ის წყალი ტალახიანი მოდის", - განაცხადა გოგო წულაიამ.

წყალმომარაგების სისტემაში არებულ პრობლემებზე საუბრობს ირაკლი იჩქიტიძეც. ის პარტია "თავისუფალი საქართველოს" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლია.

"წვიმიან ამინდებში წყალმომარაგება წყდება, ხოლო 2012 წლიდან ხარაგაულში სასმელ წყალ ტალახი მოყვება და უვარგისია" - ამბობს ირაკლი იჩქიტიძემ.

ხარაგაულის გამგეობაში ადასტურებენ, რომ წვიმის დროს მუნიციპალიტეტს წყლის მოწოდების პრობლემა აქვს.

"იმის გამო, რომ წვიმის დროს წყალის მიწოდებით სათაო ნაგეგობა არ აიმღვრეს წყალის მიწოდება ნამდვილად წყდება. თუმცა, არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ 2012 წლის შემდეგ ხარაგაულს ტალახიანი წყალი მიეწოდება" - განაცხადა ხარაგაულის გამგებლის მოადგილემ, თეიმურაზ ჩხეიძემ.

მისი თქმით, იმისთვის რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის სათაო ნაგეგბობა წვიმის დროს არ აიმღვრეს გარკკვეული სამუშაობი მიმდინარეობს. თუმცა, მისთვის ჯერ უცნობია როდის მოხერხდება პრობლემის მოგვარება.
Print