ახალი ამბები
მეუფე კალისტრატეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ეკლესიის აშენება სურს
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც საათია განთავსებული შესაძლოა ეკლესია აშენდეს. აღნიშნულ ადგილზე ტაძრის აშენების ნებერთავის მოთხოვნით, ქალაქის მერიას ორი თვის წინ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ წერილობით მიმართა.
არსებული ინფორმაციით, მოედანზე მეუფე კალისტრატეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის აშენება სურს.
მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული ადგილი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია.
"უკვე გავაგაზავნეთ წერილი სამინისტროშო იმის შესახებ, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობაც ჩვენ გადმოგვეცეს. ასევე, მიმდებრე ტერიტორიაც. ეს პროცდურები გაწელილია. თუმცა, ვფიქრობ რომ იქ ეკლესია აშენდება", – განუმარტეს ქუთაისიპოსტ-ს მერიის არქიტექტურის განყოფილებაში.
ადგილზე, სადაც ეკლესიის მშენებლობაა განსაზღვრული, წლების წინ კაფე "თოლია" იყო განთავსებული.
თეკლე მორგოშია
Print