ახალი ამბები
სტიქიის გამო, იმერეთის მუნიციპალიტეტში შტაბებია შექმნილი
FaceBook
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის სოსო ხახალეიშვილის თქმით, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში შტაბებია შექმნილი, რომლებიც მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული.
სამხარეო ადმინისტრაციის თქმით, მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება. ძლიერი წვიმა იმერეთის რეგიონში რამდენიმე დღეა რაც გრძელდება, სინოპტიკოსები გამოდარებას მომდევნო დღეებშიც არ ვარაუდობენ.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში. რწმუნებულის ინფორმაციით, ამის შემდეგ გაწყდება მოქალაქეებისთვის მისი ანაზღაურების საკითხი.

ძლიერი წვის შედეგად მდინარე რიონიც ადიდებულია. 

Print