ახალი ამბები
მდინარე რიონის ადიდების შედეგად წყალი "არგოს" მიუახლოვდა
FaceBook
რამდენიმე დღიანი წვიმის შედეგად, მდინარე  რიონი ადიდდა და წყალი  მშენებარე კაფე-ბარ "არგოს" მიუხლოვდა. რიონის სანაპიროზე  კაფე-ბარის შესაძლო დატბორვის  საფრთხეზე,  ადგილობრივები მისი  მშენებლობის დაწყებისთანავე საუბრობდნენ.

მათი თქმით, მდინარე, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ადიდდეს და კაფე დატბოროს. ასე გამოიყურება ახლა"არგოს" მიმდებარე ტერიტორია. წყალი თითქმის შენობაშია
შესული.






10 წლის წინ კი,  რიონის ადიდების შედეგად, მდინარის სანაპირო და ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორია,  სადაც ახლა "არგო" შენდება, თითქმის არ ჩანდა.



მდინარე რიონი 10 წლის წინ

რიონის სანაპიროზე "არგოს" მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ისტორიულ ადგილზე კაფე-ბარის მშენებლობას იმთავითვე შეეწინააღმდეგა სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური წრეები.

მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. "არგოს" მოწინააღმდეგეებმა პეტიციასაც  მოაწერეს ხელი.

პროტესტის მიუხედავად, ადგილზე კაფე-ბარის მშენებლობა მაინც გრძელდება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო


ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს



Print