ახალი ამბები
ძლიერი წვიმის შედეგად წყალტუბოს სოფელი დაიტბორა
FaceBook
ძლიერი წვიმის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჟონეთი დაიტბორა.
სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, წყლის მოვარდნის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთი ჩაიკეტა და მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ასევე, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. წყალმა სოფელში არსებულ სკოლის შენობაშიც შეაღწია.

რა მდგომარეობაა  დატბორილ სოფელში და ვის რა ზარალი მიადგა წვიმის შედეგად,  დეტალებს ქუთაისიპოსტი შემოგთავაზებთ. 

Print