ახალი ამბები
ქუთაისში წიგნების გამოფენაზე 300-მდე წიგნი გაიყიდა
FaceBook
წიგნების გამავრცელებელი კომპანია "ირიათონის" ორგანიზებით, ქუთაისში წიგნების გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სადაც 8 გამომცემლობის წიგნები 50-70% პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდებოდა.

ორგანიზატორების თქმით, აქცია სახელწოდებით  "მოიზღვავე წიგნები" ქუთაისში წარმატებით განხორციელდა, რადგან დაახლოებით 300-მდე წიგნი გაიყიდა.

" ქუთაისში წიგნებისადმი ინტერესი ყოველთვის არის. წიგნების გამოფენა შარშანაც ჩავატარეთ, მაგრამ წელს გაცილებით დიდი იყო ინტერესი. უმეტესად ყიდულობენ კლასიკოს ქართველ მწერლებს  და გელა ჩარკვიანის ნაწარმოებს" - აცხადებს „იანითონის“ მენეჯერი, მარიამ კელიხაშვილი.

პროექტის – "მოიზღვავე წიგნები" – ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და ზუგდიდში.

გამოფენის მხარდამჭერი იყო ქუთაისის მერია, კერძოდ კეთილმოწყობისა და კულტურის სამსახურები.

Print