ახალი ამბები
დღეს ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსს გამოაცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზებზე ახალი ნებართვების გასაცემად კონკურსს დღეს გამოაცხადებს. საკონკურსო პირობებში არსებული ხარვეზების გამო თვითმმართველობამ კონკურსი ამ დრომდე ვერ გამოაცხადა. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში ირწმუნებიან, რომ არსებული ხარვეზები ჩასწორებულია.
ცვლილების თანხმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის დამატებითი მოთხოვნა მძღოლების გამოცდილება იქნება.
საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსის პირობებით, ამ დრომდე უპირატესობა მხოლოდ სატნასპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას ენიჭებოდა, რასაც სპეციალური კომისიის ნაცვლად, ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტით შეამოწმებენ.
კონკურსის ჩატარების დეტალებს მერიის ტრასპორტის სამსახურის უფროსი დღეს ბრიფინგზე გაახმოვანებს.
თეკლე მორგოშია
Print