ახალი ამბები
ქუთაისში მუზეუმის კვირეული გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, ისტორიულ მუზეუმში მუზეუმების საერთშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიხსნა.
სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში ბევრი ღონისძიების მოწყობა იგეგმება როგორც ახალი გამოფენების, ისე შეხვედრა-ლექციების გამართვა.
კვირეულის პირველ დღეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

"ისტორიული მუზეუმის თანამშრომელ ვიოლეტა ნიჟარაძეს 45 წელია, რაც მუზეუმის თანამშრომელია. გვინდა პატივისცემა გამოვხატოთ მის მიმართ", - აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა ომარ ლანჩავამ.

კვირეული 27 მაისს დასრულდება ღონისძიებით "ღამე მუზეუმში", რომელიც ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა, ღამის 22:00 საათზე დაიწყება და 02:00 საათამდე გაგრძელდება. გაიხსნება ახალი გამოფენა.

"ღონისძიებზე ასევე მოწვეული იქნებიან მუზემუთან დამეგობრებული ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ნაწარმს" , - აღნიშნა ომარ ლანჩავამ.
ასევე, გაიმართება ტიხრული მინანქრის გამოფენა. რომლის სახელოსნო სკოლაც ისტორიულ მუზეუმში ფუნქციონირებს.

მუზეუმების საერთაშორისო დღე - დაფუძნდა 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 40 წელია აღნიშნავს.

Print