ახალი ამბები
ქუთაისში პანკისელ ახალგაზრდებს უმასპინძლეს
FaceBook
ქუთაისში სტუმრად პანკისელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.

მათ თავიდან ძევრის საჯარო სკოლა მოინახულეს. შემდეგ კი, ამავე სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ქუთაისს ეწვივნენ და ქუთაისის მერსა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.  

ისინი ახალგაზრდულ პროექტებში არიან ჩართულნი და ამ პროექტების ფარგლებში მჭიდრო კავშირი აქვთ იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან მჭიდრო კავშირი აქვს. 

"მე ვარ ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯოყოლოდან. მსგავსი შეხვედრები კარგია, რადგან თანატოლები დავუახლოვდებით ერთმანეთს. დავათვალიერეთ ქალაქი და ძალიან მოგვწონს აქაურობა", - ამბობს მაქა ქუშანაშვილი. 

ახალგაზრდებმა ქუთაისის მერიისგან საჩუქრად სამახსოვრო აქსესუარები მიიღეს. 

Print