ახალი ამბები
18 მაისს ყველა მუზეუმში ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება
FaceBook
18 მაისს საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღეა გამოცხადებული.

ეს აქცია მუზეუმების საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც 18 მაისს აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით.

მუზეუმების დღესთან დაკავშირებით მუზეუმებში ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება.

ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალს (დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალური მუზეუმი) 18 მაისს კადეტთა კორპუსის წარმომადგენლები ეწვევა.

შეხვედრის თემას "ჯარი და მედიცინა" წარმოადგენს.

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთიასის სახელმწიფო ისტორიულო მუზეუმი 18 მაისს დროებით გამოფენას – "ტრადიცია და თანამედროვეობა"" წარმოადგენს.

ასევე გაიმართება გამოფენა- ლექცია "ნოე ჟორდანია და მისი მემკვიდრეები" (ჩართვა საფრანგეთიდან).

18 მაისს ისტორიულ მუზეუმში ღვაწლმოსილ მეცნიერ-თანამშრომელთა დაჯილდოებაც გაიმართება.

Print