ახალი ამბები
"საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება" - შოთა მურღულია
FaceBook
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება.
მისივე თქმით, ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

"გეოლოგიური სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს იქ.  თუმცა, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ზაფხულზე დაიწყება", – განაცხადა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  შოთა მურღულიამ.

18 მაისს  ქუთაისის საკრებულომ საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა დაამტკიცოს.

ქალაქის მერის თქმით, შემუშავებული გეგმა ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მოიწონოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი დართვა მშენებლობის პროექტზე.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 2000 კვ.მ–ზე მეტ ფართზე უნდა გაშენდეს, რის გამოც საჭირო გახდა განაშენიანების გეგმის მიღება.

საუნივერსიტეტო ქალაქმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)


"არ არის აუცილებელი ყოველდღე იყოს სამუშაოები" - უძილაური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებზე



Print