ახალი ამბები
საქართველოს 2085 სკოლაში სწავლა 19 მაისს დასრულდება
FaceBook
საქართველოს მასშტაბით 2085–ივე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი 19 მაისს შეწყდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო წელი ერთდროულად დასრულდება პირველი და მე–12 კლასელებისთვის.

წელს ქუთაისში სკოლას 2000–ზე მეტი მე–12 კლასელი დაამთავრებს. 

ქუთაისის განათლების რესურსცენტრში ამბობენ, რომ როგორც წესი ყოველ წელს უფრო მეტი პირველკლასელი რეგისტრირდება,  12 კლასს კი უფრო ნაკლები ამთავრებს, რადგან მოსწავლეები ხშირად 9 კლასიდან გადიან. 


Print