ახალი ამბები
შესაძლოა, ლუდის სმის აკრძალვა პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაუქმდეს
FaceBook
პარლამენტარ, ზურაბ ტყემალაძეს ლუდის აკრძალვა პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასწორად მიაჩნია.
მისი თქმით, ამ საკითხზე მას მეწარმეებმა მიმართეს და აღნიშნეს, რომ ამ აკრძალვამ წარმოება აქციზის ზრდაზე მეტად დააზარალა.
პარლამენტარი ლუდის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს რამდენიმე კვირის წინ შეხვდა და მხარეები აკრძალვის ბიზნესზე გავლენის შემარბილებელი მექანიზმების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.
აქამდე აკრძალული იყო სპირტიანი სასმელები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ახლა ეს სპირტიანი სასმელები შეცვალეს ალკოჰოლური სასმელებით, სპირტიან სასმელებში არც ღვინო შედის და არც ლუდი. ნამდვილად ვეთანხმები, რომ ლუდის მოხმარება პარკებში კატასტროფას არ იწვევდა. თუმცა, ბევრ ქვეყანაში, ატრაქციონების პარკში არის ადგილები, სადაც სვამენ ღვინოს. ჩვენ ვაყენებთ კითხვას: რომელ ქვეყანაში გადის ლუდი ალკოჰოლურ სასმელში? ზოგგან გადის, ზოგგან არა. ჩვენთანაც, ლუდი არ გადიოდა ალკოჰოლიან სასმელში. ჩვენ ახლა ვსწავლობთ მსოფლიო გამოცდილებას და გვინდა, რომ ამ მიმართულებით კორექტირება მოხდეს", - აცხადებს ტყემალაძე.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაციებმა მწარმოებლები პრობლემის წინაშე დააყენა, ისინი შეზღუდვის გაუქმებას პრემიერს სთხოვენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ სხვა საზოგადოებრივ ადგილში იგულისხმება - საჯარო სივრცე - ქუჩა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტი, ფეხით მოსიარულეთა მისქვეშა გადასასვლელი, ხიდი, გვირაბი, სადარბაზოები და სხვ. ასევე, ორი ან ორზე მეტი პირის შეკრების ადგილი.
ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე პასუხისმგებლობა არ გამოიყენება როდესაც ეს სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებთან ხდება, ასევე იმ ადგილებთან, სადაც ალკოჰოლური სასმელი ჩამოსხმით იყიდება.
წყარო: commersant.ge
Print