ახალი ამბები
ქუთაისის მერია საცხოვრებელ სახლებში წყალ-კანალიზაციის დაზიანებულ სისტემას შეაკეთებს
FaceBook
ქუთაისის მერია საცხოვრებელ სახლებში დაზიანებული წყალ-კანალიზაციის სიტემების რეაბილიტაციას გეგმავს. ამ მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 61 066 ლარის ღირებულების  ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვაზე გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ქალაქში 21 საცხოვრებელ სახლში წყალ-კანალიზაციის  დაზიანებული სიტემების რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადებიდან 60 დღის ვადაში უზრუნველყოს.

რეაბილიტაციისთვის 21 ობიექტი კი, როგორც ქუთაისის მერიაში განგვიმარტეს,  მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე შეირჩა. 

სატენდერო  დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური (წყლისა და კანალიზაციის მოწყობა-რეაბილიტაციის) სამუშაოები. 

ტენდერი ( SPA170006914) მერიამ მიმდინარე წლის 16 მაისს გამოაცხადა და წინადადებების მიღება ორი ივნისიდან შვიდი ივნისამდე გაგრძელდება.

Print