ახალი ამბები
ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია დაფინანსებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, პარლამეტის შენობასთან  საქართველოს ამერიკული ფეხბურთის გუნდის წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დაფინანსების არ ქონის გამო, ამერიკული ფეხბურთის მიმდევართა რაოდენობამ იკლო.

აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ამერიკულ ფეხბურთში პირველი ეროვნული ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს. თუმცა, შესაბამისი ხელშეწყობა არ აქვთ.

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტთან გამართულ აქციას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოყვება, ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის წევრები მორიგი აქციის თბილისში, ამერიკის საელჩოსთან გამართვას და ელჩთან შეხვედრას გეგმავენ.



Print