ახალი ამბები
ქუთაისში განახლებული სასტუმრო "ჰუალინგი" გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, ჰუალინგის ინდუსტრიულ ზონაში განახლებული სასტუმრო გაიხსნა.

მასში 40 ოთახია, მათ შორის საოჯახო და საპრეზიდენტო ტიპის. სასტუმროში ფუნქციონირებს რამდენიმე საკონფერენციო დარბაზიც. ერთი ნომრის ღირებულება 110 ლარს შეადგენს.

ჰუალინგის ჯგუფის წარმომადგენლების განმარტებით, განახლებულ სასტუმროში 20 ადგილობრივი დასაქმდა.

გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა ჰუალინგის ჯგუფმა ქალაქში. ეს სასტუმრო დიდი შენაძენია, რადგან სასტუმროები გვაკლია. ორმაგად სასიამოვნოა, რომ ამ აქ განთავსებული ავეჯი ქუთაისშია დამზადებული," - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ.

ქუთაისში სასტუმრო "ჰუალინგი" და მასთან ერთად, ჩინური რესტორანიც გასულ წლებში ფუნქციონირებდა. მის მოსაწყობად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა.



სასტუმრო "ჰუალინგის" ერთ-ერთი ნომერი



სასტუმრო "ჰუალინგის" ერთ-ერთი ნომერი
Print