ახალი ამბები
ბაგრატის ტაძარში გამოფენილი სტალინის ფოტო აიღეს (ფოტო)
FaceBook
ბაგრატის ტაძარში გამოფენილი სტალინის ფოტო აღებულია. 

მესანთლე ამბობს, რომ ტაძარში სტალინის ფოტო არც გამოუფენიათ. "ვიღაცა მოვიდა, დადო ფოტო, რომელსაც გადაუღო სურათი და წაიღო. ღმერთმა მაპატიოს მაგრამ ჟურნალისტებს ვაბრალებ ამას. 

მე თვითონ სტალინი უაღრესად მიყვარს და პატივს ვცემ მაგ ადამიანს. დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში, მაგრამ არ ყოფილა ამ გამოფენაზე მისი ფოტო", - გვიყვება ნატალია ცინცაძე. 

ამის შემდეგ მან პოზიცია შეცვალა და აღნიშნა, რონ ფოტო გამოფენილი იყო, მაგრამ მიმდინარე წლის 15 მაისის შუადღის შემდეგ ტაძარიდან წაიღეს.

ქუთაისიპოსტმა ბაგრატის ტაძარში გამოფენილი სტალინის ფოტო 16 მაისს, დღის პირველ ნახევარში დაფიქსირება



იქვე განგვიმარტეს, რომ სტალინის ფოტოს გამოფენა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნებოდა და სტალინის სურათი კიდევ მრავალი წელი იქნებოდა იქ გამოფენილი.

ამავე თემაზე:

ბაგრატის ტაძარში სტალინის ფოტო გამოფინეს - "კაგებეს აგენტები არიან"

რატომ გამოფინეს სტალინის სურათი ბაგრატის ტაძარში


Print