ახალი ამბები
"ვიდრე კიდევ ვინმეს იმსხვერპლებს, მოგვხედონ" - ქუთაისში სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობა ინგრევა
FaceBook
ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობა, სადაც დევნილები  ცხროვრობენ, ინგრევა. შენობაში მცხოვრები დევნილების განმარტებით, ისინი იმ ფილების მოხსნას ითხოვენ, რომლიც უკვე დიდი ხანია ცვივა და საფრთხეს ქმნის.
"ფასადზე მიმაგრებული 30 კილოგრამიანი ქვის ფილები ყოველდღიურად ცვივა და ვიდრე, კიდევ არ შეიწირავს ავარიული შენობა ქუთაისში ადამიანის სიცოცხლეს ყურადღება მოგვაქციონ," - ამბობენ დევნილები.

შენობიდან ქვის ფილის ჩამოვარდნის ბოლო ფაქტი, ადგილობრივების თქმით,  გუშინ 15 მაისს,  დაფიქსირდა.

"მცირეწლოვნები და მოხუცები იყვნენ გარეთ. მაგრამ ამჯერად, გაგვიმართლა და გადავრჩით," - აცხადებს  სასტუმროს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილი ვეფხია მიქაუტაძე.

საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, როგორც დევნილები აცხადებენ, დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ერთი თვის წინ მიმართეს.

ქუთაისის მერიისთვის მათ მიერ გაგზავნილი განცხადების თანახმად, დევნილები გადამჭრელი ზომების  უმოკლეს ვადაში მიღებას ითხოვდნენ.

"დახმარება კი არა პასუხიც არ მიგვიღია მერიიდან," - განმარტავენ დევნილები.





თავის მხრივ, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მათ ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება არა აქვთ.  

თუ რა პოზიცია აქვთ დევნილების მოთხოვნაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში,  "ქუთაისიპოსტი" ამ დრომდე ცდილობს უწყების პრესსცენტრთან დაკავშირებას.

ქუთაისში სასტუმრო "თბილისში" დევნილები 1993 წლიდან ცხოვრობენ.

შენობაში, რომელიც ამორტიზებულია ამ დროისთვის 40 დევნილი ოჯახი  ცხოვრობს.

ამავე თემაზე :

კედლის ნაწილი, რომელმაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ძველ კორპუსს მოწყდა
Print