ახალი ამბები
ბაგრატის ტაძარში სტალინის ფოტო გამოფინეს - "კაგებეს აგენტები არიან"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე გია გოქაძემ ბაგრატის ტაძარში მღვდელმთავრების ფოტოებს შორის გამოფენილ სტალინის ფოტოს გააპროტესტა.
"სტალინი პირდაპირ დევნიდა ამ მორწმუნე ადამიანებს, დღეს ვხედავთ ბაგრატის ტაძარში მორწუნე ადამიანების ფოტოების გვერდით არის სტალინის ფოტო ამას უყურებს ბევრი უცხოელი და ყველას უკვირს. ვისაც მოსწონს ამ ფოტოს იქ ყოფნა ისინი კაგებეს აგენტები არიან. რატომ უნდა იყოს ბაგრატის ტაძარში სტალინის ფოტო", - ამობს გია გოქაძე.

ბაგატიის ტაძარში ფოტოგამოფენა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის თავს ეძღვნება.

"1943 რუსეთის ეკლესიამ დაადასტურა საქარველოს ავტოკეფალურობა და მაშინ იყო შეხვდერები იმპერიის მმართველთან. სწორედ სტალინის მითითებით განახორციელდა მაშინ ავტოკეფალიის აღდგენა" - ამბობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი.



ბაგრატის ტაძარში გამოფენილი ფოტო


ამავე თემაზე:

რატომ გამოფინეს სტალინის სურათი ბაგრატის ტაძარში


ბაგრატის ტაძარში გამოფენილი სტალინის ფოტო აიღეს (ფოტო)
Print