ახალი ამბები
"აწარმოე საქართველოში" პროგრამაში ჩასართავად განცხადებების მიღება დაიწყო
FaceBook
პროექტ "აწარმოე საქართველოში" პროგრამაში ჩართვის მსურველი მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია 15 მაისიდან არის  შესაძლებელი.
იმერეთის რეგიონში ბიზნესის განვითარების მსურველებს პროგრამაში ჩასართავად საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს. 

სააგენტო "აწარმოე საქართველოში მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის" ხელმძღვანელის, ოთარ ანთიას თქმით, პროგრამის  მიზანია საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ტიპის სამეწარმეო საქმიანობების ხელშეწყობა როგორც ბიზესისთვის აუცილებელი საგრანტო მექანიზმით, ასევე, შესაბამისი თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკების შესახებ ცოდნის მიწოდების გზით.

მისივე თქმით, სამი ათასზე მეტი დაფინანსებული ბიზნეს იდეა არსებობს. ერთ მეწარმე სუბიქტებზე ხუთი ათასი ლარი განისაზღვრება. ერთი პროექტის ირგვლივ ორი მეწარმის გაერთიანების შემთხვევაში კი 10 ათასი ლარი, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში 15 ათასი ლარი. მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებში პარალელურად ტარდება.

განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება.
Print