ახალი ამბები
ქუთაისში ავარიის შედეგად სიძე-დედოფალი დაშავდა
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მერსედესის მარკის ავტომანქანა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციულ შენობას შეეჯახა.    
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, არიან დაშავებულები.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სიძე-დედოფალი, რომლებიც ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. 
თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
"ძალიან მაღალი სიჩქარით მოდიოდა ავტომანქანა და რადგანაც ნაწვიმარი იყო, მოსრიალდა და შეეჯახა შენობას," - ამბობს თვითმხილველი. 
ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია.
ანა ჯანაშია

Print