ახალი ამბები
"არ დავუშვებთ ბრეჟნევის ეპოქის დაბრუნებას" - აქცია ქუთაისში
FaceBook
"დაიცავი კონსტიტუცია", "დაიცავი უფლება აირჩიო პრეზიდენტი", "დაიცავი შენი ხმა",  - ამ სლოგანით  დღს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ. მათი თქმით, მოქალაქეებს არ უნდა წაერთვათ ხმის უფლება, პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში და პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა.

"არ დავუშვებთ ბრეჟნევის ეპოქის დაბრუნებას ქვეყანაში და აუცილებლად დავამარცხებთ ჭორვილელ ბრეჟნევს", -  განაცხადა აქციაზე "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენელმა გიორგი უკლებამ.

საკონსტიტუციის განხილვა, რომელიც საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში 5 მაისს მოეწყო. ცვლილების განხილვაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არასამათავრობო ორაგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები მივიდნენ.

Print