ახალი ამბები
სინიპტიკოსები წვიმას და ელჭექს 23 მაისამდე პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასაველთ საქართველოში არამდგრადი ამინდები და ძლიერი წვიმა შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში 20-21 გრადუსი, ხოლო მთაში 16-17 გრადუსი იქნება.

"დღეს დღის ბოლომდე შენარჩუნდება ძლიერი წვიმა. 16 მაისს ტემპერატურა უფრო დაიკლებს. მხოლოდ 17 მაისს დღისით იქნება უნალექო ამინდი. გამოდარებას უახლოეს დღეებში ვერ ვვარაუდობთ. მოსალოდნელია ელჭექიც", -  ამბობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს უფროსი სპეციალისტი, გია ფრუიძე.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 23 მაისამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

Print