ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კარვები 26 მაისამდე დარჩება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ორმაისობისთვის გაშლილი კარვები ამ დრომდეა განთავსებული.

ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ტრიტორიაზე ისინი 26 მაისამდე იქნება.

დამოუკიდებლობის დღეს მოედანზე სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება. ასევე, ჩატარდება გალა კონტერტი, რისთვისაც მერიამ ტენდერი გამოცხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს 26-ჯერ აღინიშნება. 1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა, 70 წლის შემდეგ გამოაცხადა. თუმცა, ეროვნულ დღესასწაულად, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.


Print