ახალი ამბები
ავარია გუმათის გზაზე - დაშავებულია 6 ადამიანი
FaceBook
გუმათის გზაზე რაჭისკენ მიმავალ საქალაქო მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.

ავარიის შედეგადაც, 6 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ 276- ე 1 მუხლით მიმდინარეობს. რაც, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ

ადგილზე მობილიზებულია სამშაველო და საპატრულო ჯგუფები.


Print