ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ
FaceBook

ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მეშახტეების დაკრძალავზე სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა და საწარმოებში დასაქმებულებმა ტყიბულის შესასვლელთან შეკრება უკვე დაიწყეს.


ისინი მსვლელობით  დაღუპულთა ოჯახებისკენ  გაემართებიან და პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას. დაკრძალვაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მივა.

ტყიბულში დღეს 14:00 საათზე სამგლოვიარო მარში გაიმართება, რომესაც ორგანიზებას პროვკაშირები უწევენ.

ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.



ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს

"საქნახშირი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება

 

Print