ახალი ამბები
მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია ლოცვის თანხლებით (ვიდეო)
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსში, გელათის აკადემიის შენობაში მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა.
რომლის თემას "საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო წარმოადგენდა". მასში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები საქართველოს 12 რეგიონიდან. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ააიპ "ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთაიანება" და ქუთაისის მერია.

"კონფერენცია მასშტაბურია, მასში თითქმის მთელი საქართველოა ჩართული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიმყოფებით გელათის აკადემიაში. შეგვეძლო ნებისმიერი ადგილი აგვეღო კონფერენციისთვის, მაგრამ ამ ადგილიდან თითქოს ფესვით ვართ დაკავშირებული ჩვენს წინაპრებთან",  - აღნიშნა მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა, მარინე მარჯანიშვილმა.

კონფერენცია ღვინის თემაზე მეხუთე წელია ტარდება. მისი ჩატარების იდეა და თემა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენელს მერაბ ახობაძეს ეკუთვნის.

"საქართველო ღვინის ქვეყანაა და მნიშვნელოვანია ტრადიციების აღორძინება მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით, ანუ მარნის გაცოცხლება. ახალგაზედებმა უნდა მიიღონ ამ თემაზე მაქსიმალური ინფორმაცია", - აღნიშნა მერაბ ახობაძემ.

გელათის აკადემიის შენობაში ფოთის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები და გობელენში შესრულებული წმინდანებად აღიარებული ადმიანების ხელმოწერები.

კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელმაც დალოცა სამეცნიერო კომფერენცია. მან სასულიერო აკადემიაზეც ისაუბრა, რომლის გაცოცხლების იდეა, მისი თქმით, გამოცხადებით მიეწოდა.


კონფერენციაში 150 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. შეხვედრის ბოლოს კონფერენციის მონაწილე მომხსენებლები დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

Print