ახალი ამბები
"გადავამოწმე და 4 მილიონ ლარამდეა დახარჯული ტექნიკურ გადაიარაღებაზე" - ტყიბულის გამგებელი შახტაზე
FaceBook
ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე შახტის მენეჯმენტის ეფექტურ მუშაობაზე საუბრობს.
ამის შესახებ მან მიმდინარე წლის 12 მაისს გადაცემა "რექციაში" პირდაპირი ჩართვის დროს განმარტა.

"შემიძლია გითხრათ ერთი რამე, რომ შახტის დღევანდელი ხელმძღვანელობა, დირექცია, მენეჯმენტი თავისი მართვით გამოიკვეთება ეფექტურობით და გამოიკვეთება ტენდენცია, რომ აღჭურვილი იქნას ტექნიკური თვალსაზრისით მთელი შახტა და გადაიარაღდეს, გადავამოწმე და 4 მილიონ ლარამდეა დახარჯული ტექნიკურ გადაიარაღებაზე," - განაცხადა რობიზონ გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მეშახტეების დაღუპვის შემთხვევა არ ყოფილა.

"რაც არ უნდა ტენქიკური გადაიარაღება მოხდეს და რაც არ უნდა ინსპექცია ჩამოყალიბდეს, იმ რისკებს, რაც თან ახლავს ქვანახშირის მოპოვებას, მით უმეთეს ტყიბულის პირობებში, ამის გამორიცხვა შეუძლებელია," - აღნიშნა ტყიბულის გამგებელმა.

რობიზონ გვენეტაძის ამ სიტყვებს გადაცემის სტუდიაშივე პროტესტი მოჰყვა.

ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.


ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს

"საქნახშირი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება


Print