ახალი ამბები
სამტრედიის სკოლის გათავისუფლებული დირექტორი განათლების სამინისტროს დასკვნას ასაჩივრებს
FaceBook
სამტრედიის მე-4-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ნუგზარ კუცია განათლების სამინისტროს აუდიტის მიერ დადებულ იმ დასკვნას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზე უწყებამ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სარჩელი კუციამ მიმიდნარე წლის 28 აპრილს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

განათლების სამინიტროს შიდა აუდიტი საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 23 თებერვალს შევიდა.

კუცია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის ჯგუფმა, რომლებთანაც ერთად ასევე, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა, სკოლის შემოწმების შემდეგ დადებითი დასკვნა დაწერა. თუმცა, ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ დოკუმენტი ერთ დღეში უარყოფითი დასკვნით შეცვალეს.

"შეადგინეს აქტი, სადაც ეწერა, რომ სანიტარული პირობები არის დამაკმაყოფილებელი. სამწუხაროდ, ასლი ჩემთვის არ დაუტოვებიათ, მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე. 24 თებერვალს კი, დოკუმენტის შინაარსი შეიცვალა," - განმარტავს ჩვენთან საუბარში ნუგზარ კუცია.

განათლების სამინიტროში აცხადებენ, რომ ყოფილი დირექტორის ბრალდებები მათთვის ცნობილი "ქუთაისიპოსტის" დაკავშირების შემდეგ გახდა, რაც შეეხება აუდიტის დასკვნას განგვიმარტეს, რომ ოფიციალურად მოგვაწვდიან.

საქართველოს განათლების სამინისტრომ სამტრედიის #4 საჯარო სკოლაში სხვა დარღვევებთან ერთად, აღმოჩენელი ჰიგიენური ნორმების მოუწესრიგებლობის გამო, ნუგზარ კუცია მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლა.

როგორ გამოიყურება სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლა ნახეთ ფოტორეპორტაჟი.



ამავე თემაზე:


საჯარო სკოლა სამტრედიაში, რომლის დირექტორი ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო მოხსნეს (ფოტო)

განათლების სამინისტრომ სამტრედიის საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლა
Print