ახალი ამბები
14 მაისს ქუთაისში 8400 აბონენტს ელექტროენერგია მიწოდება შეეზრუდება
FaceBook

მიმდინარე წლის  14 მაისს  8 400 აბონენტს აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით, შეზღუდვა მაღალი ძაბვის ქვესადგურში, "ქუთაისი 2" დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

ამ მიზეზის გამო, ცენტრალურ უბანში შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის, კოსტავას, გელათის, ფალიაშვილის, გოგებაშვილის, პუშკინის, გრიშაშვილის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ დაწესებულებებს, მათ შორის სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებს საერთო ჯამში, დაახლოებით 8400 აბონენტს 05:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

 

Print