ახალი ამბები
NDI – 42% თვლის, რომ რუსეთს საქართველოს მომავალზე უარყოფითი გავლენა აქვს
FaceBook
2012 წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებმა გავლენა ქვეყნის პოლიტიკაზე მოახდინა. ასე თვლის NDI-ის მიერ გამოკითხულთა 42%.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი განწყობის შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

გამოკითხული 2 493 ინტერვიუერიდან 41%-ს მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებმა ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქონია, 41%-ის აზრით კი, საერთო ეროვნულ უსაფრთოებაზე.



57% თვლის, რომ რუსეთი მეზობელი სახელმწიფოებისთვის დიდ სამხედრო საფრთხეს, 21%-ის აზრით კი,  მცირე საფრთხეს წარმოადგენს, 11%-ისთვის რუსეთი საფრთეს საერთოდ არ წარმოადგენს, ხოლო 10%-მა ამის შესახებ არაფერი იცის.

გამოკითხულთა 48% საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის კარგ მოვლენად მიიჩნევს, 42% თვლის, რომ ეს ცუდი მოვლენა იყო. თუმცა, კვლევაში მითითებულია, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო მაინც უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 42% თვლის, რომ რუსეთს საქართველოს მომავალზე უარყოფითი გავლენა აქვს. 51%-ია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე დადებით გავლენას ევროკავშირი იმოქმედებს, აშშ-ს კი 47% მოიაზრებს.

რესპოდენტთა 47% ეთანხმენა იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში რუსული პრიპაგანდა არსებობს, 27% არა ეთანხმება, 26%-მა კი არ იცის.

გამოკითხულთა 47% ოჯახის წევრებს რუსეთში სამუშაოდ წასვლას არ მოუწონებდა, 45% მოუწონებდა და მხოლოდ 8%-მა არ იცის რას მოიმოქმედებდა მაშინ, თუკი მისი ოჯახის წევრი რუსეთში სამუშაოდ წავიდოდა.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა მიმდინარე წლის 7-28 აპრილის ჩათვლით, უკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოს მასშტაბით განახორციელა. სულ 2 493 მოქალაქე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.7%-ია.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. ამასთან, დამატებით შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშიც მოხდა.

ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში განმარტავენ, რომ კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უკეთ იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.




Print