ახალი ამბები
NDI – გამოკითხულთა ნაწილი უვიზო მიმოსვლის წესებზე არასაკმარისად ინფორმირებულია
FaceBook
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი NDI საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს.

გამოკითხული 2 493 ინტერვიუერიდან  ვიზალიბერალიზაციაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საშუალებას აძლევს, 92%-მა იცის,   7% არაონფორმირებულია, ხოლო  1%-მა კი საერთოდ არ იცის რა არის ვიზალიბერალიზაცია.

კვლევის მიხედვით, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაზე ყველაზე ნაკლები მცირე ტიპის დასახლებებში იციან (64%), უფრო მეტი ინფორმაცია ამ საკითხზე კი დედაქალაქის, დიდი და პატარა ქალაქების მოსახლეობას აქვს.

გამოკითხულთა 92%-დან, ვინც იცის ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ,  64% თვლის, რომ მიმოსვლის პროცედურებზე საკმარისი ინფორმაცია მიიღეს, 34% არასაკმარისად ინფორმირებულია, ხოლო 2%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 78% უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ ინფორმაციის მიღებას ეროვნული მაუწყებლებიდან ისურვებდა, 22%-ს ამისთვის საუკეთესო საშუალებად სოციალური ქსელი ფეისბუქი მიაჩნია, ხოლო  8%-ი ინფორმაციის მისაღებად  საინფორმაციო ვებ-საიტებს ირჩევს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტისტუტმა კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის  7-28 აპრილს განახორციელა. კვლევის საშუალო ცდომილება არის +/-2.7%-ია.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. ამასთან, დამატებით შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშიც მოხდა.

ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში განმარტავენ, რომ კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უკეთ იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.


Print