ახალი ამბები
ქუთაისის მერია სატრენინგო მომსახურებაზე რამდენიმეათასიან ტენდერს აცხადებს
FaceBook
პროექტ "არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის" ფარგლებში ტრენინგების ორგანიზებაზე ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.  სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების  მიღება 16 მაისს იწყება, რომლის სავარაუდო ღირებულება (
"font-size: small;">SPA170006809) 2 498 ლარია. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ქუთაისში მცხოვრები, 18-25 წლამდე ასაკის 22 ახალგაზრდის შერჩევა. 

" პროექტის "არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისათვის" ფარგლებში  უნდა მოხდეს 5 ტრენინგის ორგანიზება 22 ახალგაზრდის მონაწილეობით (თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა მინიმუმ 8 საათი (2 საათი ლანჩისა და ყავის შესვენების ჩათვლით), ტრენინგ-ციკლის თემები უნდა იყოს: განათლების ტიპები, არაფორმალური განათლება; აქტიური მოქალაქეობა;

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; ეფექტური კომუნიკაცია. სოციალური ქსელების ეფექტური გამოყენება; რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა; კულტურული მრავალფეროვნება; თითოეული ტრენინგის ჩატარების დღე და საათი უნდა შეთანხმდეს ,,შემსყიდველთან", ტრენინგის ჩატარების დღე მიმწოდებელს ეცნობება 3 სამუშაო დღით ადრე, ჩატარების ადგილს უზრუნველყოფს შემსყიდველი", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ტრენინგი მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით უნდა ჩატარდეს.  

 

Print