ახალი ამბები
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ომის ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება საბრძოლო დიდების მუზეუმშიც გაიმართა.
შოთა მურღულიამ და გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მცხოვრებ 47 ვეტერანს მედლები და პრემიერის წერილი გადასცეს. თითოეულმა ვეტერანმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად 600 ლარი, ხოლო მთავრობიდან 1000 ლარი მიიღო.
"ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამინი წავიდა. მათ გამარჯვებამდე მიიყვანეს ეს ომი. ქუთაისში 47 ვეტერანია. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ღირსეულად და დაფასებულად იგრძნონ თავი," - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.
Print