ახალი ამბები
25 წლის შემდეგ ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე საავტომობილო გზა აღდგება
FaceBook
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის სავტომობილო გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთს, 25 წლის შემდეგ რეაბილიტაცია უტარდება. აღნიშნული გზა ორ ათეულ წელზე მეტია ამორტიზებულია.

გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 4 539 131 ლარი დაიხარჯება.

გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე ასევე, უნდა მოხდეს 6 ხიდის რეაბილიტაცია, რკინა-ბეტონის არსებული მილებისა და ბეტონის საყრდენი კედლების შეკეთება, სანიაღვრე ქსელის მოწყობა, ადგილობრივ გზებთან და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებისა და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები. ასევე, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის ამავე მონაკვეთზე უკვე რეაბილიტირებულია გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი.

პროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში 18 კილომეტრის აღდგენას ითვალისწინებს, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

პარალელურად, გრძელდება სამუშაოები ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის შემაერთებელი გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, სადაც, 4 ზოლიანი ბეტონის საფარი უნდა მოეწყოს, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 17 777 777 ლარია გამოყოფილი.

Print