ახალი ამბები
"დღეს გავიგე სოციალური ქსელით" - #13 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი სახურავის დაზიანებაზე
FaceBook
ქუთაისის მე-13-ე საბავშვო ბაღის სახურავი დაზიანებულია, რომლის ამსახველი ფოტო  სოციალური ქსელის, ფეისბუქის მომხარებელმა ატვირთა. ფოტოს ავტორი მიუთითებს, რომ უკვე ერთია თვეა სახურავი ამორტიზებულია.

მე-13 საბავშო ბაღის გამგე, მაკა აბულაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დაზიანების შესახებ დღეს, თავადაც სოციალური ქსელით გაიგო.

"მეც დღეს გავიგე სოციალური ქსელით. შესაძლოა, ძლიერმა ქარმა დააზიანა. ეზოშიც არ გვინახავს ჩამოცვენილი სახურავის მასალის დეტალი, თორემ ამ პრობლემას უყურადღებოდ არ დავტოვებდით. თუკი ადგილობრივებმა შეამჩნიეს, შეეძლოთ მოსულიყვნენ და ჩვენთვის ეცნობებინათ," - ამბობს მაკა აბულაძე.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მე-13 საბავშვო ბაღის მეორე სართულზე არსებულ ოთახებში წყალი არ ჩამოდის.

მაკა აბულაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას არსებული პრობლემის შესახებ სიტყვიერად უკვე აცნობა და წერილობითაც მიმართავს.

როგორც აღმოჩნდა, დაზიანების შესახებ არც გაერთიანების ადმინისტრაციაში იყვნენ ინფორმირებული.

"რადგან შენობაში წყალი არ ჩამოდის, ვერც გავიგებდით. გავუშვებთ ტექნიკურ ჯგუფს და სახურავი მალევე შეკეთდება," -აცხადებს გაერთიანების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თამთა ფოფხაძე.

ქუთაისის მე-13 საბავშვო ბაღში ამ დროისთვის 250 აღსაზრდელი სწავლობს.



აღსაზრდელების ოთახის ჭერი  #13 საბავშვო ბაღში



აღსაზრდელების ოთახის ჭერი #13 საბავშვო ბაღში

Print