ახალი ამბები
სოზარ სუბარმა იმერეთში დევნილთა მიერ გახსნილი საწარმოები დაათვალიერა
FaceBook

საქართველოს ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 11 მაისს იმერეთის მუნიციპალიტეტში ვიზიტი წყალტუბოდან დაიწყო.

მინისტრმა სამინისტროს თანადაფინასებით დევნილთა მიერ გახსნილი მცირე საწარმოები დაათვალიერა. პირვალდ ის ცირა ჯუღელის მიერ  უწყების დახმარებით  ორი თვის  წინ გახსნილი ბოცვრების ფერმა დაათვალიერა.  ჯუღელის თქმით, სხვადასხვა ჯიშის ბოცვრებს ზრდის და უკვე მისი რეალიზაციასაც ახორციელებს.

"მქონდა იდეა გამეკეთებინა ბოცვრების ფერმა, საიდანაც საკუთარი შემოსავალი მექნებოდა. გავიგე, რომ ლტოლვილთა სამინისტროს ჰქონდა ასეთი პროგრამა სადაც თანადაფინანსებით შესაძლებელი იყო გამეკეთებინა ფერმა", - ამბობს მცირე მეწარმე, ცირა ჯუღელი.

ის ლტოლვილთა სამინისტრომ 2 500 ლარით დააფინანსა და უკვე 70-მდე კურდღეს ზრდის და რეალიზებას სხვადასხვა რესტორნებში ახდენს.

უკვე მეხუთე თვეა ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე საკუთარ სახლში მცირე საწარმო გახსნა ელისო ლობჟანიამ. ის აფხაზეთიდან დევნილია და კერძო შეკვეთებით მეგრულ კუპატს და აჯიკას ამზადებს. რომელიც ვიზიტის ფარგლებში მეგრული კერძებიც დააგემოვნა.

დევნილთა სამინიტროდან ლობჟანიამ 2017 წლის იანვარში 3 200 ლარი მიიღო. 

საოჯახო საწარმო ლტოლვილთა მინისტმა და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენელემბა დაათვალიერეს.

სოზარ სუბარის თქმით, დევნილთა ოჯახების დაფინანსება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ოჯახები არამხოლოდ თვითონ დგებიან ფეხზე არამდე სხვებსაც ასაქმებენ. ვნახეთ საწარმოები, რომლებიც ნელ-ნელა ვითარდებიან და უკვე აქვთ გაფართოების გეგმებიც",  - განმარტა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმების განვითარების პროექტი 2016 წელს დაიწყო. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810 006 დოლარს შეადგენს.

საგრანტო პროქტით საქართველოს მასშტაბით 475, ხოლო იმერეთის რეგიონში 53 დევნილ ოჯახი დაფინანსდა.


 

Print